|
2017-12-06 10:15:34, 1744 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში" მიმდინარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
„მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში" - სამუშაო შეხვედრაზე პროექტის მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები განიხილეს. სამუშაო შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ გახსნა. მან პროექტის წარმომადგენლებს ეფექტიანი და წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პროექტს "მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში" 2015 წლიდან შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოსთან (Lantmäteriet) თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ ფინანსდება და მისი მიზანი ქვეყანაში უძრავი ქონების სექტორის განვითარება, ინფორმაციისა და სერვისების სანდოობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტის ფარგლებში (NSDI) შემუშავებული საქართველოს გეოპორტალის 0.1 ვერსიის ჩვენებაც გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)