22:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 14:59:12, 1769 ნახვა

კომენტარი
კალაძე: სააკაშვილის ექსტრადირება თუ შესაძლებელი იქნება, შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ

თბილისი მერი კახა კალაძე უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

„უკრაინის შესაბამის სამსახურებს გააჩნია კონკრეტული კითხვები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.  თქვენ იცით, რომ ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, თუმცა  საქართველოში მასთან დაკავშირებით  არსებობს კითხვები, წაყენებული აქვს ბრალი კონკრეტულ  საქმეებზე, ასევე გაგზავნილია მოთხოვნა გადმოცემასთან დაკავშირებით  და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ შესაძლებელი იქნება მისი ექსტრადირება,  რა  თქმა უნდა შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის კანონი, კანონის უზენაესობა  და შესაბამისად ჩვენ ვალდებული ვართ ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში“,-განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics