|
2017-12-05 14:42:43, 2139 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში უკრაინის წინააღმდეგ
უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენ მიხეილ სააკშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. უკრაინის პროკურატურამ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა. „ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ვაკავებთ ადამიანს, რომელსაც ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ მის გარშემო მყოფებს შეუძლიათ იხილონ, რაც იქნა დაფიქსირებული და მოძიებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ,“ - განაცხადა იური ლუცენკომ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა სპეცრაზმი მის ტერიტორიიდან გაყვანას ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)