13:57 - 22 Jul, 2026
|
2017-12-04 17:41:14, 2444 ნახვა
საზოგადოება
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება
დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, რის გამოც დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება. გამზირზე ორი ღამის განმავლობაში დაწესდება საგზაო მოძრაობის ნაწილობრივი და სრული შეზღუდვა. ნაწილობრივი შეზღუდვა გავრცელდება შევჩენკოს სახელობის სკვერიდან -პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო მოძრაობა სრულად შეიზღუდება პეტრიაშვილის ქუჩის მონაკვეთიდან - თბილისის საკონცერტო დარბაზამდე. სამუშაოები ორი ღამის განმავლობაში 5 და 6 დეკემბერს განხორციელდება. სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ატარებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)