|
2017-12-02 13:48:21, 2071 ნახვა
საზოგადოება
ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბაღების დირექტორებს შეხვდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საჯარო ბაღების დირექტორებს შეხვდა და მისი სამოქმედო გეგმა გააცნო. თბილისის მერიის ინფორმაციით, კახაბერ გვანცელაძემ მისი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა და განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტებია ბაღებში ბავშვთა უსაფრთხოება, ბაგა-ბაღების მშენებლობა, საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირება, პოზიტიური გარემოს შექმნა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, ინსტიტუციური განვითარება და გამჭვირვალობა. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბაგა-ბაღების დირექტორებმა კახაბერ გვანცელაძეს შეკითხვები მათთვის ყველაზე პრობლემატური საკითხების ირგვლივ დაუსვეს. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მისი მუშაობა პრობლემების მოგვარებასა და სისტემის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)