|
2017-12-01 16:16:33, 1768 ნახვა
საზოგადოება
თბილისში კოსმოსური ჰაკათონი იწყება
1-3 დეკემბერს თბილისში კოსმოსური ჰაკათონი ტარდება. ჰაკათონის მთავარი მიზანი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეების და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისებაა. კოსმოსური ჰაკათონის მთავარი სპონსორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია. ჰაკათონის ჟიურის თავმჯდომარე ნასას ასტრონავტი ქალი, ჰაიდი ფაიფერია, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული 2 კოსმოსურ მისიაში -Atlantis და Endeavour. კოსმოსში გატარებული აქვს 27 დღეზე მეტი, ღია კოსმოსში - 33 საათი. ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაციაა. 30 საათის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეული 15 გუნდი შეეცდება მისია წითელ პლანეტაზე აქციოს რეალურად. გამარჯვებული გუნდი "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით გაემგზავრება ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსურისააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ სხვადასხვა საჩუქრებსა და პრიზებს. ჰაკათონი ფაბრიკაში გაიმართება. (R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)