|
2017-11-30 22:11:51, 2196 ნახვა
საზოგადოება
"სილქნეტი" აბონენტებისთვის განცხადებას ავრცელებს
კომპანია „სილქნეტი“ ქართულ არხებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს 6 ქართული არხი არ გაეთიშებათ. "ძვირფასო მომხმარებლებო! გვსურს გაცნობოთ, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ქართულ არხებთან. სილქნეტის ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელს, ფასის უცვლელად შეუნარჩუნდება რუსთავი 2, იმედი, ჯიდიესი, მარაო, მაესტრო და კომედი არხი. ასევე, მოცემულ არხებზე ეტაპობრივად აღდგება გადახვევის სტანდარტული რეჟიმი. მადლობას გიხდით ერთგულებისათვის!", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ცნობისთვის, "იმედი", "მაესტრო", GDS, "რუსთავი 2", "მარაო" და "კომედი არხი" - ეს ის 6 ტელეარხია, რომლებსაც წვრილი საკაბელო ოპერატორების ნაწილი საკუთარ აბონენტებს ხვალიდან გაუთიშავს. მიზეზი კერძო ტელევიზიების მხრიდან კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)