11:46 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 18:21:53, 2028 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით,  შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები, ასევე, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს.

გიორგი გახარიამ და იანოშ ჰერმანმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების და დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრეს.

„დღეს მქონდა პირველი, მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და ის მოთხოვნები, რომლებსაც საქართველო დღეს უკვე აკმაყოფილებს. შესაბამისად, დავგეგმეთ მომავალი შეხვედრა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, რომლებიც შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განხორციელდეს. გეგმების შემდგომი დახვეწისთვის, ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება გაფართოებული შეხვედრა, სადაც ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები იქნება გადაწყვეტილი“,- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობასა და იმ თემებზე, რომლებიც აქტიურად დგას დღის წესრიგში. პირველ რიგში, ესაა ვიზალიბერალიზაციის საკითხი, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მომავალში ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის პირველადი შედეგებისა და გამოცდილებების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს. საერთო ჯამში, ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ მიმდინარე პროცესებს, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაც მეტ ყურადღებას საჭიროებს. ერთ-ერთი მათგანია ორგანიზებული დანაშაული.

ევროკავშირს საქართველოსთვის საზღვრის დაცვის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანი პროგრამები აქვს, რომლებიც არა მხოლოდ უნდა გაგრძელდეს, არამედ უნდა მოხდეს მათში ცვლილებების შეტანაც, ახალი გარემოებების შესაბამისად. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობენ საზღვრის დაცვის პროცესში ჩართული უწყებები, როგორ შეუძლია ევროკავშირს მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებით ცვლილებებსა და მოდერნიზაციას.

ეს იყო ძალიან ნაყოფიერი და შინაარსობრივად დატვირთული შეხვედრა“,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics