|
2017-11-29 18:53:07, 1859 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული აქცენტი გამოყო სარეიტინგო კომპანია „მუდისის“ ბოლო შეფასებაზე, რომლითაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესდა, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად შეფასდა. მთავარ ფაქტორთა შორის, სააგენტომ დადებითად შეაფასა ბიზნესის დაწყების სიმარტივე და ბიზნეს გარემო. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგზე „ბიზნესის კეთების სიმარტივე“, რომლის ბოლო შეფასებაშიც, საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16-ე ადგილიდან მე-9-ზე გადაინაცვლა. „საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და ჩამოთვალა ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს აქვს ბიზნესგარემოს მიმართულებით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)