|
2017-11-29 17:33:41, 1877 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ლიტველ ჟურნალისტებს შეხვდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი ლომინაძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ოფიცერ დიანა ზარემბიენეს, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველ მარუნე კუბილიუტესა და ლიტვის რესპუბლიკის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს შეხვდნენ. შეხვედერაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს მიაწოდეს ქრონოლოგიური ინფორმაცია აფხაზეთში შეიარაღებულ კონფლიქტამდე არსებული მდგომარეობისა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენების შესახებ. აგრეთვე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობის პრობლემებზე, მათ შორის ქართული ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე.
(NS)
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)