18:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 16:00:34, 1850 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი ნადირაშვილს: რას ეუბნებით გმირი სპეცრაზმელის ოჯახს, რომ სუს-მა მტერი შემოიყვანა და ოჯახის წევრი მოუკლა?!

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი ვერსიით, აჰმედ ჩატაევი საქართველოში თავად სახელმწიფომ შემოიყვანა.

სესიაშვილის თქმით, ეს განცხადება ღირსების შემლახველია:

„ვერსია ვერსიაა და პოლიტიკური თავდასხმა და შეურაცხყოფა მეორეა, ქალბატონო ირმა. ის ვერსია, რომ თავად სუსმა შემოიყვანა, უბრალოდ ღირსების შემლახავია, რას ეუბნებით გარდაცვლილი გმირი სპეცრაზმელის ოჯახის წევრებს, ან მის თანამებრძოლებს, რომ მისმა ხელმძღვანელობამ მტერი შემოიყვანა და თანამებრძოლი და ოჯახის წევრი მოუკლა? ეს ხომ ძალიან დიდი  შეურაცხყოფაა?! ეს ხომ არ გეკადრებათ თქვენ. ეს სირცხვილია თქვენი მხრიდან. უნდა შევძლოთ, თუნდაც იშვიათად, ჩვენი კონსოლიდირება და ისევ და ისევ საერთო ინტერესების დაცვა“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, ნადირაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს, ამ პირობებში კი  მომხდარის ვერსიები ვრცელდება. მანვე განმარტა, რომ ერთ-ერთი ვერსიით,  ჩატაევი საქართველოში მმართველმა ძალამ შემოიყვანა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics