|
2017-11-27 17:54:47, 2257 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო ბილეთების შეძენა უკვე მობილური აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი
„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო ბილეთების რეალიზაცია მობილიური აპკლიკაციით დაიწყო. აპლიკაცია მორგებულია - „IOS“, „ANDROID“ და „WINDOWS“ პლატფორმებზე. სამგზავრო ბილეთების ყიდვა მობილური აპლიკაციის დახმარებით საკმაოდ მარტივი პროცესია: ამისათვის აპლიკაციის პირველ გვერდზე ვირჩევთ სასურველ მიმართულებას, გამგზავრებისა და დაბრუნების თარიღებს. მეორე გვერდზე პროგრამა გვაწვდის ინფორმაციას შერჩეულ მიმართულებაზე მოძრავი მატარებლებისა და თავისუფალი ადგილების შესახებ, ვაგონების, კლასებისა და სართულების მიხედვით. მატარებლის სქემაზე ვახდენთ სასურველი ადგილის მონიშვნას (ამ ეტაპზე აპლიკაცია იძლევა მხოლოდ „შტადლერის“ ტიპის მატარებლებზე არჩევანის შესაძლებლობას). შემდეგ გვერდზე შეგვყავს მგზავრის პირადი მონაცემები და ვახდენთ ბილეთის შეძენას. მობილურ აპლიკაციაზე მოგვდის დასტური და ელექტრონული ბილეთის მონაცემები, როგორც შესყიდვის კოდის, ასევე QR კოდის სახით. შეძენილი ბილეთების შესახებ ინფორმაცია ინახება პროგრამაში და მატარებელში ჩასხდომისას გამცილებლებს წარვუდგენთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და QR კოდს თქვენი მობილურიდან. ასევე, აპლიკაცია მისი მეშვეობით ნაყიდი ბილეთების უკან დაბრუნების შესაძლებლობასაც იძლევა. აპლიკაციები უფასოა და მათი ჩამოტვირთვა შესაძლებელია შესაბამისი პლატფორმების „აპლიკაციის მარკეტებიდან“. ვფიქრობთ, რომ ეს სიახლე ბილეთების შეძენის პროცესს კიდევ უფრო გაუადვილებს და კომფორტულს გახდის ჩვენი მომხმარებლებისათვის. „საქართველოს რკინიგზა“ გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!
(R)
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)