|
2017-11-14 10:56:31, 1755 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობოების ნაწილი მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრუქტურული ცვლილებების პროექტს დადებითად აფასებს
არასამთავრობო დარგობრივი ორგანიზაციების ნაწილი მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრუქტურული ცვლილებების პროექტს დადებითად აფასებს. ორგანიზაციები იმედს გამოთქვამენ, რომ ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და საინვესტიციო კლიმატის უფრო მეტად გაუმჯობესებაში. „დადებითად ვაფასებთ მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრუქტურული ცვლილებების პროექტს, რომლის შედეგად რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება იგეგმება. აღნიშნული ცვლილებების დაწყება და სწორი განხორციელება ხელს შეუწყობს ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვასა და მთავრობის ეფექტურობის გაზრდას. ვფიქრობთ, ცალკე აღნიშვნის ღირსია ბატონ გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განხორციელებული პოზიტიური სისტემური რეფორმები, რომლებმაც შეუქცევადი გახადა მუდმივი რეფორმირებისა და განახლების პროცესი და შექმნა საქმიანი საზოგადოებისათვის სერვისების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევის წინაპირობები. პროექტით გათვალისწინებული ეკონომიკური კომპონენტების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა კი, ჩვენი აზრით, უფრო მეტად დააჩქარებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების უფრო ეფექტურად და მოკლე ვადებში იმპლემენტაციას. ამასთან, გვინდა წარმატება ვუსურვოთ ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს და ბატონ მამუკა ბახტაძეს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ცვლილებები გძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და საინვესტიციო კლიმატის უფრო მეტად გაუმჯობესებაში“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: დამსაქმებელთა ასოციაცია; საქართველოს ბანკების ასოციაცია; საქართველოს მიკრო საფინანსო ასოციაცია; მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია; ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭო; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია; საქართვლოს ფერმერთა ასოციაცია; მწარმოებელთა ფედერაცია; ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია; საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია; მეცხვარეთა ასოციაცია; საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია; საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია ; საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია. შეგახსენებთ, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები და სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა.
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)