|
2015-05-06 09:39:08, 412 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: პრობლემების სათავეს მინისტრები არ წარმოადგენენ
„პრობლემების სათავეს მინისტრები არ წარმოადგენენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კითხვაზე, წარმოადგენენ თუ არა ეკონომიკური გუნდის მინისტრები პრობლემების სათავეს, პასუხისას განაცხადა. მისი თქმით, მინისტრები ამ პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების ძიებას ახერხებენ. "სათავეს მინისტრები არ წარმოადგენენ, სათავეს წარმოადგენს ის პრობლემები, რომელშიც უხდება ქვეყას ყოფნა. მინისტრები არიან იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოაგვარონ, საუკეთესო გზები ნახონ შესაძლებლობიდან გამომდინარე. მგონია, რომ სწორედ ამ საუკეთესო გზების ძიებას ახერხებს მთავრობა, გუნდი და ეს ძიება გაგრძელდება", - განაცხადა უსუფაშვილმა. რაც შეეხება მოლოდინს, რომ სამთავრობო ცვლილებები ეკონომიკურ გუნდშიც განხორციელდებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან კოალიციის დაშლის მოლოდინიც იყო. "მოლოდინი შეიძლება ბევრნაირი იყო. მოლოდინი ისეთიც იყო, რომ ჩვენ საერთოდ სახლებში წავალთ ხვალ. ჩვენი ოპონენტები ნერვიულობენ იმაზე, რომ მოვედით ხელისუფლებაში, იმაზეც ნერვიულობენ, რომ საერთოდ ვართ ხელისუფლებაში, იმაზეც ნერვიულობენ, რომ სწორედ ამ ცვლილებებით გამოეცალა საფუძველი მათ კრიტიკას უცხოეთში, რაზეც მათ წლები და უზარმაზარი ენერგია დახარჯეს იმის დასამტკიცებლად, თითქოსდა საქართველო სადღაც სხვაგან მიდის. ეს განსაკუთრებით გააქტიურდა "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში წასვლის შემდეგ. ახლა მთელი ეს აშენებული ხუხულა დაენგრათ. ნერვიულობენ და თვლიან, რომ ეს ცვლილებები არ არის სწორი, ადეკვატური, რადგან თავად მძიმე დღეში აღმოჩნდნენ. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ გავაგრძელოთ აღებული კურსი დემოკრატიზაციის, ქვეყნის წინსვლის, მათ შორის ეკონომიკური საკითხების მოგვარების, ბიზნესის განვითარების, იმ კრიზისთან გამკლავებით, რაც რეგიონშია სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)