11:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 13:06:26, 1958 ნახვა

კომენტარი
გიორგი ტუღუში: პროცესებს, რომელიც მთავრობაში მიმდინარეობს, ოპოზიცია წლების განმავლობაში ითხოვდა

„ევროპული საქართველოსთვის“ ამოსავალი წერტილია ე.წ. ოპტიმიზების პროცესმა ბიუროკრატიაზე ხარჯვის შემცირება გამოიწვია“,-ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“  წევრი გიორგი ტუღუში სამთავრობო ცვლილებებს.

„პროცესები, რომელიც დღეს მიმდინარეობს მთავრობაში არის ის, რასაც ოპოზიცია წლების განმავლობაში ითხოვდა. გარდა ამისა, „ევროპული საქართველო“ არაერთხელ აყენებდა საკითხებს, რომელიც უკავშირდებოდა სწორედ ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას, სამინისტროების რაოდენობის კლებას და რაც მთავარია ხარჯვის შემცირებას. თუ ეს პროცესი არანაირად არ აისახა ბიუჯეტზე და არ გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯვის მნიშვნელოვან შემცირებას, მაშინ ჩვენი აზრით, ამას რეალური ეფექტი არ ექნება“,-განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

შეგახსენებთ, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები და სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics