22:18 - 16 Jul, 2026
|
2017-11-13 11:13:24, 2014 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია ვიცე-პრემიერის პოსტსაც დაიკავებს
გიორგი გახარია ვიცე-პრემიერის თანამდებობაზეც ინიშნება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „შსს-ს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. გიორგი გახარია სწორედ მენეჯერული გამოცდილებითაა შერჩეულ ამ პოსტზე და დარწმუნებული ვართ, ის წარმატებული მინისტრი იქნება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს გიორგი გახარია ცვლის, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)