|
2017-11-09 11:32:46, 1864 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე გრიგალავა: ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ალექსანდრე გრიგალავა ამჯერად, საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა და მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომავალი წლიდან კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, სანაჭყებიოს უბანსა და სოფელ ნაჯახაოში, ახალი სკოლები აშენდება. „ჩვენ ვზრუნავთ, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს. განათლების სამინისტრომ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა. მომავალი წლიდან კი, ვიწყებთ ორი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ღირსეული სასწავლო გარემო ჰქონდეთ. ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მადლობა, რომ ამდენი სასახელო ადამიანი გაუზარდეთ და უზრდით ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო. აღინიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, განათლება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერება იქნება. ასევე, სრულად განახლდება მარტვილის ცენტრი, სადაც ტურისტული ობიექტები განთავსდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)