|
2017-11-08 18:24:03, 1947 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე გრიგალავა: იმედი მაქვს, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებთ
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა მმართველ გუნდსა და ადგილობრივ ამომრჩეველს თანადგომისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ გრიგალავამ მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში შეკრებილ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. „მინდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩვენ გვერდით იმყოფებიან. მარტვილში არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც იმედი მაქვს, გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებთ“, - მიმართა მერობის კანდიდატმა ადგილობრივ ამომრჩეველს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს, ქუთაისის შემდეგ, მარტვილში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, რომელიც მარტვილის მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად გაიმართა, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)