|
2017-11-08 09:25:13, 1820 ნახვა
სამართალი
პროექტ K9-ს ფარგლებში, შსს-ს კიდევ 6 სამომსახურეო ძაღლი გადაეცა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდმა გახსნეს. ცერემონიალზე ამერიკულმა მხარემ, კინოლოგიური პროექტი K9-ს მეორე ეტაპის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 სამომსახურეო ძაღლი გადასცა. კინოლოგიური სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებული, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადამზადებული თანამშრომლები, სამომსახურეო ძაღლებთან ერთად, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე იმუშავებენ. სწავლება ორ ეტაპად განხორციელდა: პირველი ეტაპი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო მეორე ეტაპი - საქართველოში ჩატარდა. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს და ტრენერთა ტრენინგის კომპონენტს. პროგრამა შსს-ს საპატრულო პოლიციის 8 და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 თანამშრომელმა წარმატებით დაასრულა. მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის, აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლები. სასწავლო პროგრამა კინოლოგიური პროექტი K9-ს ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტი 2013 წლიდან, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. პროექტის ფარგლებში, ოპერატიულ ჯგუფს პირველ ეტაპზე უკვე გადაეცა 10 სამომსახურეო ძაღლი და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძაღლების 8 მუდმივ საცხოვრებელს - ვოლიერს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად დროებითი ვოლიერები აშენდა. პროექტი K9 მიზნად ისახავს ნარკოტიკების და ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლას.
(NS)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)