|
2017-11-07 09:09:00, 1989 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკომ მას მოთხოვნები წაუყენა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოთხოვნები წაუყენა. როგორც სააკაშვილმა სამაუწყებლო კომპანია „ნიუს-იანის“ ეთერში აღნიშნა, პოროშენკო მისგან თავდაცვის სფეროში არსებულ კორუფციაზე საუბრისგან თავის შეკავებას ითხოვს. სააკაშვილი უკრაინულ არხთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ის პოროშენკოს მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს. „ორი დღის წინ ჩემთან მოვიდა ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანი და პეტრო პოროშენკოსგან გზავნილი გადმომცა. ჩემს მიმართ ორი მოთხოვნა არსებობს პირველი - მე უნდა გავაკრიტიკო იულია ტიმოშენკო. მეორე მოთხოვნა კი ის არის, რომ არ მაქვს უფლება შევეხო თავდაცვის სფეროში არსებულ კორუფციის ფაქტებს. მე ამ მოთხოვნებს თუ არ შევასრულებ, მიმანიშნეს, რომ იმ ქართველების ბედს გავიზიარებ, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოში უკანონოდ გააძევეს“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)