|
2017-11-06 14:37:52, 1967 ნახვა
საზოგადოება
„შეწყდეს ბინძური ლგბტ პროპაგანდა“ - ფეხბურთის ფედერაციასთან მმკ-მ აქცია გამართა
„ლგბტ ტოლერანტობის პროპაგანდა, ძალადობა და ტერორია“ - ამ ლოზუნგით მართმადიდებელ მშობელთა კავშირმა, სასულიერო პირებმა და მრევლმა ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გამართეს. ისინი „ლგბტ თემის პროპაგანდის“ შეწყვეტას ითხოვდნენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მართმადიდებელ მშობელთა კავშირის თავმჯდომარემ ავთანდილ უნგიაძემ აღნიშნა, მათი მოთხოვნაა სპორტსმენებზე „ძალადობა“ შეწყდეს. მმკ-ის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათ „ფერადი დროშით გამოსვლას აიძულებენ“. "დარწმუნებული ვართ, რომ სპორტსმენებს არ უნდათ ამ დროშებით გამოსვლა, მაგრამ მათ ამას აიძულებენ. ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს ძალადობა სპორტსმენებზე. მოვითხოვთ, რომ სპორტი ყველანაირი ზეწოლისგან გათავისუფლდეს. ლგბტ თემის მხრიდან, პოლიტიკისგან და ყველანაირი მინარევისგან. სპორტი უნდა იყოს სპორტი და სპორტსმენებმა უნდა მიხედონ სპორტს. ისწავლონ ფეხბურთის თამაში, გაახარონ ქართველი ხალხი და არა ლგბტ თემი", - აღნიშნა უნგიაძემ. ამასთან, დეკანოზ დავით ისაკაძის თქმით, სპორტსმენებს და ასევე სხვა სფეროს წარმომადგენლებს, მსოფლიო მასონური ძალები იძულებულს ხდიან, ლგბტ საკითხთან დაკავშირებით, პოზიტიური პასუხი დააფიქსირონ. "ვითხოვთ, რომ შეწყდეს ზემოქმედება სპორტსმენებზე. ყველას ვგულისხმობ ვისზეც ეს ზეწოლა ხდება. ადამიანებს იძულებულს ხდიან, ტესტირებას უკეთებენ, რა დამოკიდებულება აქვთ მათ ამ ცოდვასთან, რომელსაც სოდომი ჰქვია. ძალადობის მოწინააღმდეგე ჩვენც ვართ, არავის არ ვდევნით, სოდომის ცოდვით დაკავებულებს, მაგრამ მათი მხარდაჭერა არის დანაშაული", - განაცხადა დეკანოზმა.
„ექსპრესნიუსი“ აქციის მონაწილეების ჰომოფობიურ განცხადებებს ემიჯნება.
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)