19:58 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-04 11:10:44, 2060 ნახვა

საზოგადოება
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ოპოზიციური პარტიების საჩივარი, რომლითაც ისინი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, არ არსებობს არც ერთი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რომელიც ოქმების ბათილად ცნობის და შედეგების გაუქმების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, პარტია სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ინსტანციაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა და  ასევე სხვა ოპოზიციური პარტიები, სრული ოპოზიციური სპექტრი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არჩევნები იყო ტოტალურად გაყალბებული და შესაბამისად, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ სამართლიან შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics