05:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 12:56:35, 2162 ნახვა

მსოფლიო
ჩიკაგოში, „სტარბაქსის“ კაფეში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ჩიკაგოში, „სტარბაქსის“ კაფეში სროლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ Chicago Tribune იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კაფეში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 28 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 2 ადამიანი კი, მძიმედ დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბავშვია. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოროტმოქმედი ადგილიდან მიიმალა.

წინასწარი ვერსიით, სროლის მიზეზი შესაძლოა, თავდამსხმელსა და გარდაცვლილ მამაკაცს შორის წარუმატებელი გარიგება გახდა. პოლიციის თქმით, შესაძლოა ბოროტმოქმედმა გარდაცვლილისგან ნარკოტიკები შეიძინა.

მედიის ცნობით, მამაკაცს პოლიცია ეძებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics