09:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 12:14:38, 1599 ნახვა

კომენტარი
წიკლაური: მიკაილ კადიევის რუსეთისთვის გადაცემა მის დამცირებას, წამებას და სავარაუდო მკვლელობას ნიშნავს

„მიკაილ კადიევის რუსეთისთვის გადაცემა ამ ადამიანის გარდაუვალ დამცირებას, წამებას, ღირსების შელახვასა და სავარაუდო მკვლელობას ნიშნავს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

 ‘’საქართველოს დევნილთა სამინისტრომ და სააპელაციო სასამართლომ კავკასიელ უფლებადამცველ მიკაილ კადიევს საბოლოო პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა და ახლა ივანიშვილის მთავრობას ნებისმიერ დროს შეუძლია მიკაილ კადიევის რუსეთში ექსტრადაციის პროცესის დაწყება. მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა და სტრასბურგის სასამართლო არაერთ საქმეში ადასტურებს ადამიანის უფლებათა კონვენციის სერიოზულ დარღვევებს. ასევე, ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები ღიად საუბრობენ რუსეთის ციხეებში ადამიანთა წამებაზე, გაქრობაზე, ჯანმრთელობის შერყევასა და სიკვდილზე. საქართველოს მთავრობა, რუსეთის მთავრობის წერილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კადიევს არავითარი საფრთხე არ ემუქრება რუსეთის საპყრობილეში და გეგმავს მის გადაცემას, რაც უტყუარად ნიშნავს გარიგებას ივანიშვილსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის. გავრცელებული ცნობებით კადიევის გადაცემას დაუფარავად მოითხოვდა გრიგორი კარასინიც. მიკაილ კადიევის რუსეთისთვის გადაცემა ნიშნავს ამ ადამიანის გარდაუვალ დამცირებას, წამებას, ღირსების შელახვასა და სავარაუდო მკვლელობას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაუშვებლად მიიჩნევს მიკაელ კადიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადაციას და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობა და კოლაბორაციონიზმის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა ოკუპანტ ქვეყანასთან. არ გადასცეთ მიკაილ კადიევი რუსეთს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics