04:51 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-02 18:12:31, 2218 ნახვა

სამართალი
ქართულმა მხარემ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა

„უკრაინის შიდა კანონმდებლობის მიხედვით, ექსტრადაციის პროცესი შესაძლებელია 1 წლამდე ვადით გაგრძელდეს“,-ამის შესახებ „იმედს“ პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განუცხადა.

პროკურორის  თქმით, ქართული მხარე უკრაინის შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

„შესაბამისად ველოდებით, უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას. ველოდებით, რომ რაც შეიძლება უმოკლეს დროში წარსდგეს მეგის ქარდავა ქართული მართლმსაჯულების წინაშე“,-აღნიშნა პროკურორმა.

მანვე განმარტა, რომ საექსტრადაციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა 1 წელია.

„საქართველოს პროკურატურამ ამ ეტაპზე  მოაგროვა და წარადგინა უკრაინის შესაბამის ორგანოებში ექსტრადიციის დადებითად გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი დოკუმენტი. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ საბოლოოდ მიღებულ იქნება მისი საქართველოში ექტრადაციის საკითხი. აქედან გამომდინარე დამატებით მონაცემებს ვერ მოგახსენებთ,  გარდა იმისა, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში“,-განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში გუშინ დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics