04:51 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 19:23:44, 2328 ნახვა

სამართალი
პუჩდემონი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს - სასამართლომ შესაძლოა მისი დაკავების ორდერი გასცეს

ესპანეთის ხელისუფლება, კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერს გასცემს, იმ შემთხვევაში თუ იგი სასამართლოში არ გამოცხადდება, - ამის შესახებ Pais იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პუჩდემონი და გენერალიტეტის კიდევ რამდენიმე ყოფილი წევრი სასამართლოში დაკითხვაზე 2 და 3 ნოემბერს არიან დაბარებული.

კარლეს პუჩდემონის ადვოკატმა პოლ ბეკარტიმ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მადრიდში გამგზავრებას არ აპირებს და დასძინა, რომ მისი დაკითხვა ბელგიაშიც არის შესაძლებელი.

მედიის ცნობით, თუ პუჩდემონი დაკითხვაზე არ გამოცხადდება, მოსამართლეს აქვს უფლება საერთაშორისო ორდერი გასცეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics