|
2017-11-01 17:53:15, 2095 ნახვა
საზოგადოება
აღდგენითი მართლმსაჯულების დღეებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება
ხვალ, 2 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ აღდგენითი მართლმსაჯულების დღეებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. ღონისძიება საქართველოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანიზებით და ევროკავშირის და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით იმართება. კონფერენცია აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების შემდგომ განვითარებაზე დისკუსიას, განრიდების და მედიაციის პროგრამის შედეგების შეჯამებას დაეთმობა. დაჯილდოვდებიან ამ პროგრამების განხორციელებაში გამორჩეული სპეციალისტები - პროკურორები, სოციალური მუშაკები და მედიატორები. განრიდებისა და მედიაციის პროგრამების ზოგად მენეჯმენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, საერთო სასამართლოების, საქართველოს პროკურატურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით ახორციელებს. განრიდებისა და მედიაციის პროგრამა სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც პროკურორი ან მოსამართლე წყვეტს არ გამოიყენოს არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და ამავდროულად, არ დატოვოს რეაგირების გარეშე დანაშაულის ფაქტიც და დაზარალებულის ინტერესიც. განრიდება ახალგაზრდას აძლევს შანსს გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის და სასჯელის გარეშე და დაუბრუნდეს საზოგადოებას, როგორც სრულუფლებიანი წევრი. განრიდების პროგრამაში 2300-ზე მეტი 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ჩაერთო. აღდგენითი მართლმსაჯულების დღეები საქართველოში პირველად აღინიშნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)