09:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 17:48:07, 2091 ნახვა

კომენტარი
თამარ ჟვანია: საუბნო-საარჩევნო კომისიების მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად ნაბიჯებია გადასადგმელი

ცენტრალურ  საარჩევნო კომისიაში სხდომაზე, სადაც თბილისში არჩევნების საბოლოო შედეგები  შეაჯამეს, კამათი  იყო.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები კანონდარღვევით ჩატარდა. კერძოდ, ისინი მიუთითებენ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლების მიერ,  ამომრჩეველთა სიიდან საარჩევნო  ნომრების ამოწერასა და ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგო მოქმედებაზე. ასევე, ოპოზიციამ ისაუბრა სხვადასხვა სახის დარღვევებზე, რომელიც, მათი თქმით, კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა:

 „მასობრივი ხასიათი ჰქონდა დარღვევებსა და უკანონობას, რომლებმაც მოახდინა ფუნდამენტური გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგზე. უპრეცედენტო მასშტაბი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის ორგანიზებულ გამოყენებას, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას და ამომრჩევლის ნების კონტროლს, კარუსელებს, ეს იყო არჩევნები, რომელიც თავიდან ბოლომდე მასკარადული ფორმით დაიდგა და არ ასახავს ამომრჩევლის ნებას“,-განუცხადა ჟურნალისტებს  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა, რომელიც ცესკოში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით კი, საკითხები, რომელიც უკავშირდება პროცედურულ ხარვეზებს,  გადაცდომებს, შეცდომებს, არ გამომდინარეობს  მხოლოდ კონკრეტული კომისიის წევრის კომპეტენციიდან.

„ეს ძალიან დიდწილად უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს, საარჩევნო კანონმდებლობას, იმ მოთხოვნებს და იმ რეჟიმს, რომელშიც ისინი მუშაობენ, მომავალი ნაბიჯები გაუმჯობესებისკენ უნდა გადავდგათ, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიების ეფექტურობა უფრო გაიზარდოს“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics