15:43 - 21 Jul, 2026
|
2017-11-01 17:30:32, 1797 ნახვა
საზოგადოება
ფინეთის ეროვნულმა არქივმა საქართველოს ეროვნულ არქივს დოკუმენტები გადასცა
ფინელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების - კარლ ენკელისა და ჰერმან გუმერუსის - კოლექციის 100-მდე დოკუმენტის 261 ელექტრონული ფაილი ფინეთის ეროვნული არქივის წარმომადგენელმა დიმიტრი ფროლოვმა საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს, თეონა იაშვილს გადასცა. აღნიშნულ მასალებს შორისაა ერთა ლიგის დოკუმენტები საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე აკაკი ჩხენკელის მიერ ერთა ლიგისადმი წარდგენილი მემორანდუმი ქართულ და ფინურ დიპლომატიურ მისიებს შორის არსებული მიმოწერა და სხვა. საქართველოსა და ფინეთის ეროვნულ არქივებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2011 წელს გაფორმდა. ამ პერიოდის განმავლობაში მხარეებმა არაერთი მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტის ელექტრონული ასლი გაცვალეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)