19:02 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 15:03:55, 2122 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: ვლადიმერ პუტინთან არანაირი პირადი დამოკიდებულება არ გამაჩნია

მე ვლადიმერ პუტინთან არანაირი პირდაპირი დამოკიდებულება არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა Deutche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ამ საკითხზე საუბარი არ სურს.

"არ მინდა პუტინზე და ჩემს მისდამი დამოკიდებულებაზე საუბარი. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ერთ პრეზიდენტს მეორეს მიმართ?! მე ვლადიმერ პუტინთან არანაირი პირადი დამოკიდებულება არ მაქვს, მაგრამ მაქვს სახელმწიფოებრივი ინტერესები. ჩვენ არ გვაქვს პირადი ურთიერთობები. არსებობს ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე - როგორი იმიჯი აქვს პუტინს საქართველოში, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარს საჭიროდ არ თვლის.

"არ მგონია, რომ იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ რა იმიჯი აქვს პუტინს საქართველოში", - დასძინა მან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics