08:04 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 21:02:25, 2009 ნახვა

საზოგადოება
საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და უძრავი ქონების რეესტრთან ერთად პირველ ხუთეულშია

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის- "Doing Business 2018" მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის,  ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით, საქართველო დაწინაურდა და მერვედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, ქონების რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით კი, ქვეყანა კვლავ სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს პირველ ხუთეულში.

საქართველოში ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

აღნიშნულ მსოფლიო რეიტინგში, ბიზნესის რეგისტრაციის სფეროს შეფასების კრიტერიუმები სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობას, რეგისტრაციისათვის საჭირო დროსა, ხარჯებს და მინიმალურ საწესდებო კაპიტალს მოიცავს.

საჯარო რეესტრში განხორციელებულმა რეფორმებმა რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტი მოიცვა:

 სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა,  მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა უწევს მხოლოდ ერთ ოპერატორთან,  ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია რამდენიმე საათშია შესაძლებელი,  რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

"Doing Business" მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტია, რომელიც ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 190 ქვეყანაში, 4 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით იკვლევს. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics