08:04 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 13:27:37, 1802 ნახვა

საზოგადოება
ელექტროგადამცემი „კავკასიონის“ რუსეთის მონაკვეთზე N331 ანძის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

ელექტროგადამცემი „კავკასიონის" რუსეთის მონაკვეთზე N331 ანძის ავარიული-აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.

2017 წლის მარტის თვეში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ზელენჩუკის რაიონში, 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ შემოვლის დროს დაფიქსირებული იქნა У2 ტიპის N331 კუთხური ანძის „ბ“ ფაზის საყრდენის ძირითადი კუთხოვანას დეფორმაცია და ქვედა დიაფრაგმის გამბრჯენების (კუთხოვანების) ძირითადი კუთხოვანებიდან აცვენის ფაქტი. ასევე, „ბ“ ფაზის საყრდენის პირვანდელი მდებარეობიდან ქვემოთ ფერდობზე 2 მეტრით გადაადგილება, ხოლო „ა“ და „ც“ ფაზის საყრდენების - 1 მეტრით, ვიზუალურად შესამჩნევი დეფექტების გარეშე.

აღნიშნული მოვლენის ადგილზე შესასწავლად მოწვეული იქნენ როსტოვის საპროექტო ორგანიზაცია ООО «Энерго-Юга»-ს სპეციალისტები, რომელთაც წინასწარი გეოლოგიური შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N331 ანძა, იქ განვითარებული მეწყერული მოვლენების გამო უნდა გადატანილიყო სხვა ადგილზე. მოგვიანებით ООО «Энерго-Юга»-სთან გაფორმდა ხელშეკრულება ავარიული აღდგენითი სამუშაოების საძიებო-საპროექტო სამუშაოებზე. როსტოვის საპროექტო ორგანიზაციამ შეასრულა 500 კვ ეგხ „კავკასიონის“ N331 ანძის მეწყერული ზონიდან გადატანის ავარიული-აღდგენითი სამუშაოების პროექტი, რომელიც გულისხმობს: ორი არსებული N330 (შუალედური, ПБ-4-ის ტიპის) და N331 (კუთხური,У2-ის ტიპის) ანძის დემონტაჟს, და ახალი, N330а (კუთხური, У2к+5 ტიპის) და N331а (კუთხური,У2к+12 ტიპის) ანძის მონტაჟს ახალ, მეწყერსაშიში ზონიდან მოშორებით უსაფრთხო ადგილზე.

500 კვ ეგხ „კავკასიონი" შეკეთებაში ჩადგა 2017 წლის 18 სექტემბერს და შეკეთებაში იყო 28 ოქტომბრის ჩათვლით, რა დროშიც გეგმით გათვალისწინებულ სარემონტო სამუშაოებთან ერთად, რომელთაც ასრულებდა სს გეს „საქრუსენერგოს" ყარაჩაის ფილიალის პერსონალი, ზემოაღნიშნულ ავარიულ-აღდგენით სამუშაოებზე დაქირავებული იყო კონტრაქტორი ООО «АльфаСтрой". სამუშაოები მიმდინარეობდა შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად და 500 კვ ეგხ „კავკასიონის" ძაბვის ქვეშ დაყენება უკვე შესაძლებელია.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics