13:12 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 19:45:43, 2288 ნახვა

საზოგადოება
ხვალ საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება

24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თიბისი ბანკის სივრცეში (ატენის ქ.2, მე-5 სართული) საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ნოემბრის ტესტები წელს თიბისი ბანკის ეგიდით იმართება და 2017 წლის საერთაშორისო ტესტ-სერიას 'თიბისი რაგბის სერიები' ერქმევა, რომლის ფარგლებშიც თბილისში ორი მატჩი გაიმართება. 11 ნოემბერს ბორჯღალოსნები კანადის წინააღმდეგ 'დინამო არენაზე' 18:00 სთ-ზე  ითამაშებენ. სეზონის ბოლო მატჩს კი ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე 18:00 სთ-ზე გაიმართება. ნოემბერში ბორჯღალოსნები კიდევ ერთ გავსლით მატჩს 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გეგმავენ, თუმცა ეს მატჩი 'თიბისი რაგბის სერიები'-ის ნაწილი არ არის.

პრესკონფერენციის არანაკლებ მნიშნელოვანი თემა ტესტ-სერიის ბილეთების გაყიდვის დაწყებაა, რომელიც 25 ოქტომბერს ონლიან რეჟიმში tkt.ge-ს პლატფორმაზე დაიწყება. სალაროებში კი გულშემატკივარი ბილეთების შეძენას სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეძლებენ.

#რაგბიჩვენითამაშია

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics