|
2017-10-23 18:16:15, 2119 ნახვა
საზოგადოება
სანივთო და ვალდებულებითი სამართლის საკითხებზე საჯარო რეესტრის რეგისტრატორებისთვის ტრენინგი გაიმართა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება. მორიგ ტრენინგს, რომელიც სანივთო და ვალდებულებითი სამართლის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის იუსტიციის სახლში 21-22 ოქტომბერს გაიმართა, მოსამართლე მაია ბაქრაძე უძღვებოდა. საჯარო რეესტრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 25-მა თანამშრომელმა ორი დღის განმავლობაში სანივთო და ვალდებულებითი სამართლის მიმართულებით სარეგისტრაციო წარმოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. ტრენინგზე სასამართლო პრაქტიკაში არსებული შემთხვევები დეტალურად განიხილეს. მიღებული ცოდნა და ინფორმაცია რეგისტრატორებს სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების უკეთ შესრულებაში დაეხმარება და საჯარო რეესტრის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ტრენინგი "სანივთო და ვალდებულებითი სამართალი" ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში"გრანტის ფარგლებშიგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის" მიერ ჩატარდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)