16:46 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 11:32:25, 2299 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია  საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოვა და  გაერთიანებულ სამეფოსთან სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე ისაუბრებს. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანელ კოლეგას მაიკლ ფელონს შეხვდება.

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალურ ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში 24 ოქტომბერს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics