16:46 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-23 09:48:46, 2396 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება ეგვიპტელ სამართალდამცავებზე განხორციელებულ თავდასხმას მკაცრად გმობს

საქართველო მკაცრად გმობს 2017 წლის 21 ოქტომბერს ტერორისტების მიერ ელ ვაჰატში ეგვიპტელ სამართალდამცავებზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც ათობით პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა და კიდევ მრავალი დაშავდა,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ეგვიპტის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ.

„გამოვთქვამთ იმედს, რომ აღნიშნულ შემზარავ აქტში დამნაშავეები წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ეგვიპტის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics