05:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 17:38:17, 1927 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია: „ოცნებას“ ხალხი არჩევნებზე ძალით მოჰყავს, რადგან იციან, რომ აგებენ

"ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, მმართველ გუნდს "ხალხი არჩევნებზე ძალით მიჰყავს".

როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ დღეს ძლიერი არ არის. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

"ხალხი არჩევნებზე პირადპირ ძალით მოჰყავთ. სწორედ იმიტომ, რომ მათ ესმით, ისინი აგებენ ამ არჩევნებს და ეს ერთადერთზე მეტყველებს, რომ "ქართული ოცნება" არ არის დღეს ძლიერი. იმისთვის, რომ საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, რომ თბილისში "ქართულმა ოცნებამ" აგოს პასუხი უამრავ ტყუილზე, რომელიც უთხრა თბილისის მოსახლეობას, მოვუწოდებ ყველა ჩემს მომხრეს, ყველა ოპოზიციურ ამომრჩეველს არ დაიზაროთ, მობრძანდით საარჩევნო უბნებზე, გამოხატეთ თქვენი ნება, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი შანსი, რომ მივცეთ განვითარება ამ ქალაქს. ეს არის ჩვენი შანსი, რომ დემოკრატიულად შევცვალოთ ხელისუფლება, დემოკრატიულად შევცვალოთ "ქართული ოცნება" თბილისში და ეს არის ჩვენი შანსი, რომ მთლიანად ქვეყანაში მოვიტანოთ პოზიტიური ცვლილებები", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics