03:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 16:33:41, 2061 ნახვა

საზოგადოება
ინგირის 46-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა

სამეგრელოში, ინგირის 46-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

საარჩევნო უბანზე ერთმანეთს ერთმანეთს საოლქო კომისიის თავმჯდომარის ძმა და „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის მამა დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი გახდა, ორი ამომრჩევლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. კერძოდ კი, დაფიქსირდნენ ამომრჩევლები, რომლებმაც ხმა მისცეს საარჩევნო უბანზე, ასევე გადასატანი ყუთით.

შესაბამისი ფაქტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წევრმა დააფიქსირეს.

აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა უკვე დაწერა შესაბამისი განცხადება. ISFED-ის შეფასებით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დარღვევაა, რადგან ამომრჩევლები ფიქსირდებიან როგორც საარჩევნო უბანზე, ასევე გადასატანი ყუთით. ISFED საარჩევნო ყუთის გაბათილებას ითხოვს. ანალოგიური მოთხოვნა აქვს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს.

კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ეს მექანიკური შეცდომა იყო, რომელიც კომისიის წევრმა დაუშვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics