03:16 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 14:55:56, 2111 ნახვა

საზოგადოება
ქალდანის უწყება მზად არის, ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერი მიზნებით დამუშავების ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონის დაცვით განახორციელონ.

როგორც თამარ ქალდანის განცხადებაშია აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ამომრჩეველთა სია საჯაროა და მასში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონიერ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.

„დამკვირვებელს აქვს უფლება დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას. თუმცა ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩეველზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის.

ინსპექტორის აპარატი მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების არაკანონიერი მიზნებით დამუშავების ფაქტებზე და შეისწავლოს დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მიერ მოწოდებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები“, - ნათქვამია თამარ ქალდანის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics