02:16 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 15:45:21, 1850 ნახვა

საზოგადოება
მთავარ პროკურატურაში სკოლის მოსწავლეებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე პროექტი დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებისთვის სისხლის სამართლის  იმიტირებული სასამართლო პროცესების თემაზე პროექტი დაიწყო.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის მიზანს ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება წარმოადგენს. კონკურსში მონაწილე ჯგუფები  „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ შეარჩია. მოსწავლეების  თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროცესი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ეტაპობრივად განხორციელდება.

პირველ ეტაპზე სკოლის მოსწავლეებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს პროკურორები შეხვდებიან და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, სასამართლო პროცესების სპეციფიკას და ბრალდების მხარის როლს გააცნობენ.  ასევე დეტალურად იქნება განხილული შესავალი და დასკვნითი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა.

პროექტის მეორე ეტაპზე, პროექტში მონაწილე 16 ჯგუფს პროკურორები ინდივიდუალურად შეხვდებიან და მოსწავლეებს პრაქტიკული კაზუსის მომზადებაში დაეხმარებიან.

 მესამე ეტაპზე კი 8 იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება და ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე თითოეულ პროცესზე გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, ხოლო პროექტის გამარჯვებულ გუნდს და საუკეთესო ინდივიდუალურ მონაწილეს -  ჟიური გამოავლენს.

საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics