04:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 11:43:28, 1903 ნახვა

კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ყიზილაჯლოს ინციდენტზე რეაგირება ძალიან სწრაფად შსს-ს პირველი პირის დონეზე მოხდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ყიზილაჯლოს ინციდენტზე რეაგირება ძალიან სწრაფად შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პირის დონეზე მოხდა. თუმცა, მისივე თქმით, კარგი იქნება, არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა ინციდენტებთან მიმართებაშიც იყოს მყისიერი რეაგირება სწორედ პირველი პირების დონეზე.

ამასთან, ნაცვლიშვილის განმარტებით, ახლა მთავარია დანაშაულის რეალური მოტივი დადგინდეს:

„ეს არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც ამ დროისთვისაა დაფიქსირებული წინასაარჩევნო პერიოდში- ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა ძალიან სწრაფად შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პირის დონეზე, ასევე მნიშვნელოვანი იქნება, თუ წინასაარჩევნო პერიოდში, თუ ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა ინციდენტთან მიმართებაშიც ყოფილიყოს და იყოს ასევე მყისიერი რეაგირება და პირველი პირების დონეზე იყოს წინასაარჩევნო, თუ არჩევნების პერიოდთან დაკავშირებით ინციდენტების გამოძიება აყვანილი. ამ დანაშაულთან მიმართებაში უკვე მოვისმინეთ მინისტრის განცხადება, რომ გამოძიება დაწყებულია და კვალიფიკაციაც საზოგადოებისთვის ცნობილია . ყველაზე მნიშვნელოვანია დანაშაულის მოტივის მიუკერძოებლად და სრულყოფილად დროულად დადგენა“,-განაცხადა  ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.ადგილზე მალევე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა და  ვითარებას პირადად გაეცნო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics