13:17 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 18:59:34, 2041 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდასაჭერად საფეხბურთო მატჩი გაიმართა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე ხუჯაძის მხარდასაჭერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა და მისმა მეგობრებმა საფეხბურთო მატჩი გამართეს.

თამაში ნოდარ ახალკაცის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ფრედ დასრულდა. 

"დღევანდელ თამაშში მეგობრობამ გაიმარჯვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეგობრები მიდგანან გვერდში და ასეთი მშვენიერი სანახაობა მოაწყვეს. ოჯახთან ერთად უპირველეს ძალას ჩემი მეგობრები მმატებენ და დარწმუნებული ვარ 21 ოქტომბერს მე და ჩემი გუნდი კახა კალაძის მეთაურობით დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ. ამის შემდეგ კი თბილისი ნამდვილად გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი", - განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ  ალექსანდრე ხუჯაძემ.

მეგობრულ მატჩს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილიც  ესწრებოდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics