00:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 15:45:28, 1950 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: რუსეთმა დაგვსაჯა მხოლოდ იმის გამო, რომ დამოუკიდებლობა ვისურვეთ

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი ცდილობს "საქართველოს დასჯას", მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანა დამოუკიდებელია.

ამის შესახებ პრეზიდენტმა რუსულ ტელეკომპანია Дождь-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გადაწყვეტილება ისტორიულად ანომალიური და უსამართლოა.

"რუსეთმა გადადგა ნაბიჯი საქართველოს ოკუპაციის მიმართულებით. მან გადაწყვიტა, არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა, არამედ ამ რეგიონების დამოუკიდებლობა ეღიარებინა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ისტორიულად ანომალიური და უსამართლოა. ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ, თუმცა ქვეყანამ განვითარება და ამ სახის პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარება უნდა შეძლოს. ჩვენ დავისაჯეთ მხოლოდ იმის გამო, რომ თავის დროზე დამოუკიდებლობა ვისურვეთ. დავისაჯეთ რუსეთის მიერ და ეს ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაში გამოიხატა. რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ერთგვარი დამსჯელი ძალის ფუნქცია აეღო საკუთარ თავზე მეზობელი ქვეყნების მიმართ. ჩვენ, რა თქმა უნდა არ ვიტყვით უარს ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე, იმაზე, რომ ვართ ერი, რომელიც 2 ათასი წლის განმავლობაში, ვითარდებოდა როგორც სახელმწიფო. საქართველო ის სახელმწიფოა, რომელიც ვითარდება დიდი იმპერიების ფონზე. ყოველთვის ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა აღგვედგინა და ამაში საკმაოდ ეფექტურები ვიყავით. ახლა იგივე პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics