|
2015-05-01 12:10:09, 483 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს. მისივე თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციის აქვს მინიჭებული 7 დღიანი ვადა გამოიყენოს. „პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, გამოიყენოს ეს 7 დღიანი ვადა. ამიტომ, ის ამ 7 დღიან ვადას იყენებს. შესაბამისად, მე პრობლემას ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ხიდაშელმა. ცნობისთვის,პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა . მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, პარლამენტში ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)