00:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 10:00:52, 1901 ნახვა

კომენტარი
„ქართული მხარე მზადაა, გააფორმოს კონტრაქტი შვეიცარულ კომპანიასთან და რუსეთის მხრიდან შესაბამის ნაბიჯებს ელოდება“

„საქართველო უკვე დიდი ხანია მზად არის სრულად შეასრულოს 2011 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გააფორმოს ხელშეკრულება იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელ შუამავალ, ნეიტრალურ, შვეიცარულ კომპანიასთან“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ “საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით ხელშეკრულების შესრულებისთვის აუცილებელია ყველა მხარის სრული თავსებადობა 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებულ ზემოთ ნახსენებ შეთანხმებასთან,

"საქართველოს მოლოდინია, რომ ძირითადი შეთანხმება და იმპლემენტაციის კონტრაქტი შესრულდება ყველა მხარის მიერ, რადგან ცალმხრივად ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია. ჩვენ მოველით, რომ რუსეთის ფედერაცია გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს ამ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად“ , - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხარემ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაასრულა მუშაობა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ტვირთბრუნვის საბაჟო მონიტორინგზე პასუხისმგებელ ნეიტრალურ კომპანიასთან კონტრაქტის ხელმოწერისთვის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics