19:02 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 17:36:33, 2080 ნახვა

საზოგადოება
მიტროპოლიტ იოანეს ინფორმაციით, საპატრიარქო იმსჯელებს, შეუჩეროს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს მღვდელმსახურება

„რადგან მამა გიორგისთან დაკავშირებით სასამართლო დასრულდა, საპატრიარქომ საკითხი ეკლესიის კანონის მიხედვით უნდა განიხილოს“, - ამის შესახებ რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, განხილვის შემდეგ გადაწყდება, შეუჩერდება თუ არა მღვდელმსახურება დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

„რადგან მამა გიორგისთან დაკავშირებით სასამართლო დასრულდა და განაჩენი გამოტანილია, საპატრიარქო ეკლესიის კანონების მიხედვით განიხილავს საკითხს. ეკლესიას აქვს თავისი სამართალი, სჯულის კანონი, სადაც განხილულია ყველა ის შემთხვევა, რაც ისტორიულად არის ცნობილი. ამ გამოცდილების საფუძველზე, მოხდება განხილვა - მისი მღვდელმსახურების გაგრძელების თუ შეჩერების“, - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics