22:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 16:58:44, 2197 ნახვა

მსოფლიო
ერაყის სასამართლომ, ქურთისტანში ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორების დაკავების ორდერი გასცა

ერაყის სასამართლომ, ქურთისტანში დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორების დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ The Independent იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ სასამართლომ ე.წ. რეფერენდუმის შედეგები არაკონსტიტუციურად სცნო.

მანამდე ოფიციალური ბაღდადი აცხადებდა, რომ რეფერენდუმი არაკანონიერია და მისი შედეგები არალეგიტიმური იქნება.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანის რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება. კერძოდ კი, ქურთისტანის რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ერაყისგან გამოყოფის საკითხს. რეფერენდუმის შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობის 93% -მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ქურთისტანის რეგიონის ერაყისგან გამოყოფას უარყოფითად აფასებს გაეროც. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ეს პროცესი “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უშლის. რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე თურქეთის ხელისუფლებამ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის იარაღის საწყობები დაბომბა. ოფიციალური ანკარა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რეფერენდუმს ეწინააღმდეგება. რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა 15 სექტემბერს მიიღო. კენჭისყრა რეფერენდუმის შესახებ 2-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პლებისციტის ჩატარებას მხარი 68 დეპუტატიდან 65-მა დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ ერაყის ქურთისტანში, 1 ნოემბერს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

ცნობისთვის, ერაყის ქურთისტანი არაოფიციალური სახელწოდებაა. ის ერაყის ჩრდილოეთით მდებარეობს და ქვეყნის ერთადერთ ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს. ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში კი, მასუდ ბარზან დგას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics