|
2015-05-01 10:37:10, 785 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ 5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ მოაწერეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 5 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას, ქვეყანაში 2014 წლიდან მიმდინარე „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ თანმდევი ღონისძიებების დაფინანსებისთვის. „მსოფლიო ბანკი განაგრძობს საქართველოს დახმარებას. მისი მხარდაჭერით საქართველოსთვის მოძიებულ იქნა დამატებითი ფინანსური რესურსი, რომელიც მოხმარდება ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებას, რათა მოსახლეობამ რეგიონებში მიიღოს სრულყოფილი მომსახურება“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან დღეს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება მნიშვნელოვანია ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის დაფუძნებისთვის. საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ხელს შეუწყობს ადგილებზე ბიუჯეტირების, დაგეგმარების, აქტივების ეფექტიანად მართვის პროცედურების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ასევე ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, ენერგოსისტემის გაუმჯობესების კუთხით, რაც სტიმულს მისცემს რეგიონებში კერძო ინვესტიციების მოზიდვას“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ. ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრო მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ილია დარჩიაშვილი. მისი განცხადებით, მიღებული ფინანსური დახმარება ასევე ხელს შეუწყობს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობას. აღნიშნული პროექტისთვის, მსოფლიო ბანკის მიერ უკვე გამოყოფილია 30 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. პროექტის განხორციელება ნავარაუდებია 2015 -2017 წლებში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)