00:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 13:36:47, 2104 ნახვა

კომენტარი
ედიშერ ქარჩავა: რიგგარეშეს ვერ დავარქმევ, ჩვეულებრივი სინოდის სხდომაა

მე ვერ დავარქმევ ამას რიგგარეშე სხდომას, ჩვეულებრივი სხდომაა, - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას უჭირს იმის თქმა თუ რამდენად არის დღევანდელი სხდომა საგანგებოდ ჩანიშნული.

"მე ვმუშაობ საქართველოს საპატრიარქოში. მოვედი ჩვეულებრივ რეჟიმში, რომ ჩემი მოვალეობა შევასრულო. რა საკითხებზე იქნება საუბარი სინოდზე, რა თქმა უნდა სინოდის სხდომის მდივანი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას. ვერ ვიტყვი საგანგებოდ ჩაინიშნა თუ არა, ვინაიდან წელიწადში ორჯერ ტარდება ვიცით, ამიტომ ვერ დავარქმევ ამას რიგგარეშე სხდომას. ჩვეულებრივი სხდომაა, რომელიც უაშუალოდ პატრიარქის პრეროგატივაა და მან დანიშნა", - განაცხადა ქარჩავამ.

ამასთან, საპატრიარქოს იურისტი მეუფე გრიგორის განცხადებას გამოეხმაურა, სინოდის სხდომის საგანგებო დანიშნვასთან დაკავშირებით.

"ამის შესახებ კომენტარს უბრალოდ ვერ გავაკეთებ. იმიტომ, რომ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, არავინ არ იცოდა და არ იყვნენ საქმის კურსში. შესაბამისად არ ვიცი რა საკითხები იქნება", - დასძინა ქარჩავამ.

შეგახსენეთ, რომ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics