|
2015-05-01 10:14:06, 548 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი იქნება
პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღრიბაშვილმა თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დაასახელა. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, ხიდაშელი ევროპის მასშტაბით ნიდერლანდების, გერმანიის, ნორვეგიის, შვედეთის და ალბანეთის შემდეგ იქნება მეხუთე, საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი. მისივე თქმით, თინა ხიდაშელს ჯარისკაცთან უფლებების დაცვის მიმართულებით აქვს ნამუშევარი. „ჩვენ ვართ კოალიციური მთავრობა და მე ბუნებრივია მქონდა კონსულტაციები კოალიციაში და მივიღე გადაწყვეტილება, კოალიციასთან შეთანხმებით, რომ მოხდეს კიდევ ერთი ცვლილება მთავრობაში. თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარმოგიდგენთ თინა ხიდაშელს, რომელსაც ყველა თქვენგანი ძალიან კარგად იცნობს. იგი გახლავთ პარლამენტის „ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის“ თავმჯდომარე, დღეიდან კი ის ევროპის მასშტაბით ნიდერლანდების, გერმანიის, ნორვეგიის, შვედეთის და ალბანეთის შემდეგ იქნება მეხუთე, საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში არის საჯარო პოლიტიკაში. ნამუშევარი აქვს ჯარისკაცთან უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე უნდა აღვნიშნოთ მისი საქმიანობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ნაყოფიერად გააგრძელებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, თინა ხიდაშელი მინდია ჯანელიძეს შეცვლის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)